io.js არის JavaScript-ის პლატფორმა დაშენებული Chrome-ის V8–ზე. პროექტი დაიწყო როგორც ფორკი Node.js™-ის Joyent-სგან და თავსებადია npm-ის ეკოსისტემასთან.
io.js ისწრაფვის უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი რელიზების ციკლისკენ. ამჟამად მასში ინტეგრირებულია უკანასკნელი ენის, API-ს და წარმადობის ოპტიმიზაციებს V8-დან, ამავდროულად განახლებულია libuv და სხვა საბაზისო ბიბლიოთეკებიც.
პროექტის მიზანია რომ გააგრძელოს io.js-ზე მუშაობა "მართვის ღია მოდელით", კორპორატიული მართვის მაგივრად.
io.js გადავიდა სემანტიკურ ვერსიფიცირებაზე და ცვლილებები Node.js™ 0.10-სა და io.js 1.0.0-ს შორის საკმარისად დიდი იყო მაჟორული ვერსიის გასაზრდელად.
ჩვენი ცვლილებების სია ვერსია v1.x-სთვის, აჯამებს [ცვლილებებს დაწყებული Node.js v0.10.35-დან და დამთავრებული io.js v1.0.x-ს ცვილებებით]
ყველას შეუძლია დაგვეხმაროს. io.js მისდევს ქცევის კოდექსს და წვლილი, რელიზი და მონაწილეობა სრულად ღია მართვის მოდელზეა.
იმისთვის რომ დაიწყოთ, Github-ზე არის ბევრი გახსნილი დისკუსია და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ აზრს. მონაწილეობის მიღება დისკუსიებში კარგი გზაა იმისთვის რომ აღმოაჩინოთ, თუ სად შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. თუ არის რაიმე რითიც შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ, გთხოვთ შექმენით Pull Request.
ასევე, Nodebug.me-ზე შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენ მიერ ნაპოვნი ბაგები.
ჩვენ გვაქვს არხი Freenode IRC-ში #io.js. ასევე ვინახავთ არხის ისტორიას, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ღია მართვა, ღია კოდის და კონტენტის მოძრაობის ფილოსოფიაში საშუალებას იძლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირი ჩართოს როგორც უშუალო პროექტის შექმნის პროცესში, ასევე ვიკი დოკუმენტების წარმოებაში. წესები დემოკრატიულად ღიაა ნებისმიერი წევრისთვის, რომლებიც თავიანთი ცოდნის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს და წვლილი შეაქვთ დემოკრატიის გაუმჯობესებაში. [წყარო]